ნატო და უკრაინა ურთიერთობის სრულ გადატვირთვაზე შეთანხმდნენ

უკრაინის თავდაცვის მინისტრის ანდრეი ზაგოროდნიუკის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს უკრაინასთან ურთიერთობის ახალი ფორმატი ექნება, რომელიც უახლოეს დროში იქნება მიღებული, – ამის შესახებ მინისტრმა ნატოს შტაბ-ბინაში ვიზიტის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ნატოსთან მუშაობის ფორმატს გადავტირთავთ და მას უფრო პრაქტიკულს გავხდით“, – აღნიშნა ზაგოროდნიუკმა.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ შეთანხმება ვიზიტის დროს იქნა მიღწეული, შესაბამისად მისი დოკუმენტური გაფორმება დასრულებული არ არის.

„იმედს ვიტოვებთ, რომ პირველი დოკუმენტები უკვე წლის ბოლომდე იქნება ხელმოწერილი“, – აღნიშნა უკრაინელმა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ახალი ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის ყველა არსებული ფორმა ერთ პროგრამაში მოექცევა.

„პირველი ქვეყანა ვიქნებით, რომელიც ასეთ მიდგომით ივლის წინ. ნატოში განაცხადეს, რომ ახალი ფორმატი პრიორიტეტების განსაზღვრას მოითხოვს. პირველი იქნება უკრაინის ჯარის ნატოს სტანდარტებზე გადასვლა. გენშტაბის სტრუქტურას შევცვლით, გადაიხედება თვითონ ორგანო. პარალელურად ჩვენს დებულებებს შევიმუშავებთ STANAG-ის ბაზაზე. იქნება საგზაო რუკა, გეგმა, რომლის შესრულების შემდეგ ვიტყვით, რომ ალიანსთან სრულ ოპერატიულ თავსებადობაში ვიმყოფებით. მეორე პრიორიტეტია – პერსონალის მართვა: გადამზადება, მომზადება, პროფესიული სამხედრო განათლება“,-განმარტა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები