დავით მათიკაშვილი: ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავება არის საოკუპაციო რეჟიმის სახე

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავება არის დასაგმობი ფაქტი, არის სახე საოკუპაციო რეჟიმის, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დეპუტატის თქმით, საქართველო ყველა ფორმატს გამოიყენებს, რათა უკანონობის აღკვეთა და დაკავებული პირების გათავისუფლება მოითხოვოს.

“რეალურად, კონტროლი არ ხორციელდება და ეს იცის მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ, ჩვენი სახელმწიფოს მოთხოვნაც სწორედ ის არის, რომ ამ ტერიტორიაზე პირველ ეტაპზე საერთაშორისო დამკვირვებლების აქტიური შეშვება დაიწყოს.ევროკავშირის მისიის წარმომადგენლების დაკავება არის დასაგმობი ფაქტი, არის სახე საოკუპაციო რეჟიმის”, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის პატრული ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას, დე ფაქტო რეჟიმის უსაფრთხოების შეიარაღებულმა წარმომადგენლებმა დააკავეს.

ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის შეუიარაღებელი დამკვირვებლები ე.წ. სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები