საქართველო და აზერბაიჯანი გადაზიდვის ტარიფების ოპტიმიზაციაზე შეთანხმდნენ

საქართველოს, აზერბაიჯანის, ბელორუსის და უკრაინის ტრანსპორტის სფეროს წარმომადგენლები ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქმნინან, რომლებიც საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვებზე ტარიფების ოპტიმიზაციაზე იმუშავებენ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ალექსი საღინაშვილის განცხადებით, შემუშაო ჯგუფი კონკტრეტული სფეროს წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება.

„დღეისთვის პორტებს საკუთარი ტარიფები აქვთ, რკინიგზას თავისი. ჩვენი მიზანია ერთი პლატფორმის ქვეშ გავაერთიანოთ ყველა სერვისი და გადავიდეთ ტვირთების დოკუმენტაციის გარეშე გადაზიდვებზე. ყველა ეს ინფორმაცია ტვირთებზე თავმოყრილი იქნება კომპიუტერში რაც გააადვილებს ტვირთების მომსახურებას და დააჩქარებს გადაზიდვების პროცესს.

ჩვენი გათვლებით გადაზიდვების კომპიუტერიზაცია ამ პროცესს დაახლოებით 20 %-ით ააჩქარებს“, – აცხადებს საღინაშვილი.
მისივე თქმით, შეთანხმება ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, ჯერჯერობით აზერბაიჯანთან, ბელორუსთან და უკრაინასთან არის მიღწეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები