თინა ბოკუჩავა აკაკი ზოიძეს: თუ ვინმეს ეძებთ, ვინც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ეს იყო მურუსიძე
სანამ თითის გაშვერას დაიწყებთ გაიხსენეთ, რომ გიორგი გვრიტიშვილი კანდიდატად გყავთ წარმოდგენილი, – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თინა ბოკუჩავამ, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, აკაკი ზოიძეს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, ნუგზარ სხირტლაძეს უსმენენ.
“ბატონო აკაკი, სანამ თითის გაშვერას დაიწყებთ თინა ბოკუჩავას, რომან გოცირიძის ან ნიკა მელიასკენ, გაიხსენეთ ის, რომ გიორგი გვრიტიშვილი გყავთ მაგალითად, წარმოდგენილი კანდიდატად და რომ ჩინჩალაძე და მურუსიძე, თუ ვინმეს ეძებთ ვინც არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით ეს იყო მურუსიძე, რომელიც დღესაც აკონტროლებს კლანს მიხეილ ჩინჩალაძესთან ერთად”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
საპასუხოდ ზოიძემ აღნიშნა, “საერთოდ, რომ თქვენი კოლეგები პარლამენტში ზიან, ეგ არის პრობლემა”.