ნათია თურნავა ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის დონაციას იწონებს

0

რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ამაზონის ტყეების გადასარჩენად ბერა ივანიშვილის ქველმოქმედების შეფასებისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი არიან ცნობილი მეცენატები. ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამ გაუკეთებია და კვლავ აკეთებს. მილიარდები იხარჯება იმისთვის, რომ განვითარდეს ჩვენი ტურისტული ინფრასტრუქტურა, აღდგეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, განვითარდეს საქართველოს ეკონომიკა. ეს არის უანგარო დახმარება და, რა თქმა უნდა, ის არის გლობალური მასშტაბის მეცენატი და არაფერია გასაკვირი იმაში, ის ყურადღებას უთმობს, როგორც საქართველოს განვითარებას, ასევე გლობალური პრობლემების – კლიმატური ცვლილებების გადაჭრას. ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში და ყველაფერი, რაც მსოფლიოში ხდება მოქმედებს საქართველოზეც. ეკოლოგიური გამოწვევები არის ერთ-ერთი დიდი საფრთხე“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი