სოფო კილაძე: ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით

0

ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სოციალურ ქსელში წერს.

კილაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას გამოეხმაურა.

“ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“, – წერს სოფო კილაძე.

ცნობისთვის, ბერა ივანიშვილმა ამაზონის ტყის გადარჩენასთან დაკავშირებით Facebook-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა. ვიდეოში ბერა ივანიშვილი ამბობს, რომ სურს ბრაზილიელ მეგობრებს მხარდაჭერა გამოუცხადოს და ამაზონის ტყის გადასარჩენად ორგანიზაცია დააფუძნა, ბერას თქმით, მან ამაზონის ტყისთვის 1.1. მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

კომენტარები

კომენტარი