საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა ქალაქი ჭიათურა აკურთხა

0

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, საჩხერე-ჭიათურის მიტროპოლიტმა მეუფე დანიელმა, ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად დღეს ქალაქი ჭიათურა აკურთხა და მისი მაცხოვრებლები დალოცა.

ქალაქის ცენტრალური ქუჩის კურთხევის შემდეგ, საზეიმო მსვლელობა მოეწყო, რომელშიც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა გივი მოდებაძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა სულხან მახათაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ციცქიშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

ქალაქების კურთხევა კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის ზეიმის დადგინებას უკავშირდება. ჭიათურის ეპარქიაში უკვე ყველა სოფელი, ქუჩა და უბანი აკურთხეს.

კომენტარები

კომენტარი