ეროვნული ბანკი ანალიტიკური ანგარიშების გამოქვეყნებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” და “საფინანსო სექტორის მიმოხილვის” გამოქვეყნებას. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

“გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.

მარტის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების” რუბრიკაში”, – ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები