ჰონგ-კონგში დემონსტრანტებმა პოლიციას ცეცხლმოკიდებული ბენზინის ბოთლები ესროლეს
ჰონგ-კონგში არასანქცირებულ აქციაზე დემონსტრანტთა აგრესიულმა ჯგუფმა პოლიციის მიმართულებით ბენზინის ცეცხლმოკიდებული ბოთლები ისროლა,- ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
“ბიბისის ცნობითვე, ხელისუფლებამ მომიტინგეებს სავაჭრო არეალში აქციის გამართვის უფლება არ მისცა, რადგან აქცია საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნიდა. თუმცა ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, ათასობით ადამიანი დემონსტრაციაზე გავიდა, მათ შორის კი აგრესიულად განწყობილი ჯგუფიც იყო, რომელმაც პოლიციის განყოფილებას თავს ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაესხა.
მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტს მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.