გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა

0

გურამიშვილის გამზირზე აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა ისევ მძიმეა. ექიმ, გიორგი დავლიანიძის განცხადებით, პაციენტს ანტიშოკური მკურნალობა უტარდება.

“პაციენტის მდგომარეობა ისევ რჩება უკიდურესად მძიმე, ის წევს დამწვრობით რეანიმაციაში. უტარდება ანტიშოკური მკურნალობა. კონტაქტურია”,- აღნიშნა დავლიანიძემ.
დაზარალებულს, სხეულის 60 პროცენტი აქვს დამწვარი და ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობს. მერვე საავადმყოფოში რჩება კიდევ ერთი დაზარალებული. მისი მდგომარეობა შედარებით სტაბილურია, მას სავარაუდოდ საავადმყოფოდან დღეს გაწერენ.
გუშინ, გურამიშვილის გამზირზე 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება სავარაუდოდ გაზის დაგროვებამ გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი