მეწარმე ზურაბ გოჯიაშვილი: დასმულ კითხვებზე პრემიერისგან ასეთ პირდაპირ პასუხებს არ ველოდით

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მეწარმეებმა მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრეს, რაზეც მთავრობის მეთაურთან საუბრისას გაამახვილეს ყურადღება. „ტირიფონის ბაღების“ დირექტორის, ზურაბ გოჯიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საუბარი კონკრეტულ პრობლემებს შეეხო და მთავრობის მეთაურისგან დამაიმედებელი პასუხები მოისმინეს.
„დასმულ კითხვებზე პრემიერისგან ასეთ პირდაპირ პასუხებს არ ველოდით. შეხვედრა ძალიან საინტერესო და უშუალო გარემოში ჩატარდა. პრაქტიკულად ყველა კითხვაზე მივიღეთ დამაიმედებელი პასუხები. პრემიერი დანაპირების დროულ გადაწყვეტას შეგვპირდა. განათლების შესახებ ვითხოვეთ დახმარება. ასევე მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ პატარა ფერმერებს მეტი შესაძლებლობა მიეცეთ“, – განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები