ნაძალადევის რაიონის გამგებელი: პირველადი ინფორმაციით, მინიმუმ ერთი კვირის ვადით კორპუსი საცხოვრებლად გამოუსადეგარია

ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის ინფორმაციით გურამიშვილზე მდებარე კორპუსი, სადაც დღეს აფეთქება მოხდა, მინიმუმ ერთი კვირის ვადით გამოუსადეგარია საცხოვრებლად. მისი თქმით, პირველ ეტაპზე მოსახლეობას სასტუმროებში გადაიყვანენ.

„მოგვიწევს სრულად გამოყვანა ადამიანების. პირველ ეტაპზე, ვინც სურვილს გამოხატავს გადავიყვანთ სასტუმროებში, თუ ერთი კვირის შემდეგ დაიდო ისეთი დასკვნა, რომ შენობა გამოუსადეგარი იყოს საცხოვრებლად, მერე ქირით გავიყვანთ.
ძირითადი პრობლემა აქვს მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულებს, თუმცა იმდენად დაზიანებულია აფეთქების შედეგად, დასუფთავების ღონისძიებებია ჩასატარებელი და საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება ჯერ შეუძლებელია.
სასაქონლო ზარალის ნაწილში ვრთავთ სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომელიც დაითვლის ზარალს და შემდეგ გახდება ცნობილი, ვისი მხრიდან იქნება ზარალი ასანაზღაურებელი. ნივთების გამოტანას მოსახლეობა პერიოდულად ახერხებს“, – განაცხადა ხელაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები