ვაჟა სირაძე გურამიშვილზე მომხდარ აფეთქებაზე: ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი ნაადრევია

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის თქმით, გურამიშვილის გამზირზე, სადაც აფეთქება მოხდა, ყველა პირი გამოიკითხება. როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბარი ადრეა.
​მისივე თქმით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით, შესაბამისად, გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება ყველა პირი, დადგინდება ყველა დეტალი თუ რამ გამოიწვია აფეთქება.
„ამ ეტაპზე ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევია. გამოძიება დაწყებულია. გარწმუნებთ, კორპუსში მცხოვრები ყველა პირი გამოიკითხება“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები