გურამიშვილზე, სადაც აფეთქება მოხდა სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან

გურამიშვილის ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები რჩებიან. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
“გურამიშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლი არ არის. დაშავებულია ოთხი მოქალაქე, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფების მიერ სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილები.
​პირველადი ინფორმაციით, 16-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება გაზის დაგროვებამ გამოიწვია. მომხდარის შედეგად, მეოთხე სართული დაინგრა და მოპირდაპირედ მდგარ კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
​ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან მოსახლეობის სრული ევაკუაცია განახორციელეს.
სამუშაოების დასრულებამდე ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები. ასევე, გურამიშვილის ქუჩაზე მობილიზებულია საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები