ხონის სამხატვრო სკოლას დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა

ხონის მუნიციპალიტეტის  სამხატვრო სკოლას საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, მხატვრის, დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა.

დავით კაკაბაძე 1889 წელს სოფელ დიდ კუხში დაიბადა. ის ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმომადგენელია. მის შემოქმედებას ათეული წლებია აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი და დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები