“განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში 14 გამარჯვებული გამოვლინდა

საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს “განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის“ ფარგლებში გამარჯვებული იძულებით გადაადგილებული 14  პირი გამოვლინდა.

“განსახლებულ დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და ითვალისწინებს საშუალო და მცირე საგრანტო პაკეტებს დევნილებისათვის. საშუალო საგრანტო პაკეტის ღირებულება 5 000-დან 12 000 ლარამდე მერყეობს საგრანტო პაკეტების მიხედვით. მცირე საგრანტო პაკეტის მაქსიმალური ღირებულება კი 3 000 ლარია. პროგრამის სამიზნე ჯგუფია სამინისტროს სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი განსახლებით დაკმაყოფილებული ბენეფიციარები. პროგრამა მორგებულია დევნილთა საჭიროებებს, რომლებიც წინასწარ ჩატარებული კვლევის საფუძველზე დადგინდა. კვლევის შედეგების ანალიზით პრიორიტეტულ მიმართულებებად დასახელდა სოფლის მეურნეობა და სურსათის გადამუშავება. გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, შემუშავდა საგრანტო პაკეტები, რომელთა შეთავაზება ხდება პროგრამის სამიზნე ჯგუფისათვის. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, პროგრამის ფარგლებში, მხარდაჭერის სამი პაკეტია გათვალისწინებული: – მინი ტრაქტორი; – მოტობლოკი – ძირითადი იმპლემენტებით – მრავალწლიანი კულტურები. სურსათის წარმოება-გადამუშავების სექტორში დასაფინანსებელი მიმართულებები შეზღუდული არ არის,”- ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები