ალექსანდრე მოწერელია: პალერმოს ბიბლიოთეკა კასტელის მასალების სრულ ელექტრონულ ვერსიას გადმოგვცემს

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე იტალიელი მისიონერის კრისტოფორო დე კასტელის მიერ საქართველოს შესახებ შექმნილ ნახატებს აქვეყნებს და წერს, რომ პალერმოს ბიბლიოთეკასთან შეთანხმება მიღწეულია, კასტელის მასალების სრულ ელექტრონულ ვერსიას გადმოგვცემენ.
“ეს კასტელის ნახატების ორიგინალებია, რომელიც იტალიაში, პალერმოს კომუნალურ ბიბლიოთეკაში დავათვალიერე. კრისტოფორო დე კასტელმა მეჩვიდმეტე საუკუნეში საქართველოში მოგზაურობის დროს ღირებული ნამუშევრები შექმნა, რომლებიც ჩვენს იმჟამინდელ ყოფას ასახავს. საქართველოში ცხოვრების დროს კასტელის მიერ შეკრებილი მასალები და ადგილზე შესრულებული ჩანახატები შვიდ სქელტანიან ტომადაა შეკრული, რომელიც 500-ზე მეტ ჩანახატს შეიცავს. მისიონერმა კრისტოფორო დე კასტელმა საქართველოში გატარებული წლიდან ყველაზე მეტი დრო ჩვენს რეგიონში, სამეგრელოში იცხოვრა. მას ჩვენი კუთხის შესახებ ძალიან საინტერესო ნახატები და ჩანაწერები აქვს გაკეთებული,” – წერს სახელმწიფო რწმუნებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები