რიმა ბერაძე: აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა

დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ოპოზიციის მიერ სატრანსპორტო პოლიტიკის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ უპასუხა.

მისი თქმით, აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა.

“ძალიან არ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა და ქალაქი საიმისოდ, რომ შეგეძლოს მსგავსი არაობიექტური კომენტარები გააკეთო. მინდა, ოპოზიციას შევახსენო, წლების წინ, ყვითელი ავტობუსების შემოყვანის პრეცედენტი, როცა უხარისხო, ფაქტობრივად ჩამოწერილი ავტობუსები ქალაქის ავტოპარკს შეუძინეს და უბრალოდ გადაღებეს. პარალელურად კი ათეულობით მილიონი ლარი გაათეთრეს, “ – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მაჟორიტარი დეპუტატის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან მთავრობის მისამართით გაკეთებული არაობიექტური განცხადებები, წინგადადგმული ნაბიჯების გადაფარვის მცდელობაა.

“დედაქალაქის მერმა, შეძლო და მილიარდ ორას მილიონიანი ბიუჯეტი თბილისის მცხოვრებლების კეთილდღეობას მოახმარა. აჟიოტაჟი, რომელიც ტაქსებისა თუ ავტობუსების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე კეთდება, მხოლოდ და მხოლოდ ანტიპიარის გაკეთების მცდელობაა, “ – აღნიშნა რიმა ბერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები