„თუ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას სწორად წარმართავს, 2020-ში თავისუფლად შეუძლია, საპრეზიდნეტო არჩევნების მეორე ტურის შედეგი გაიმეოროს“

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ პრეზიდენტი, პოლიტოლოგი ზაალ კასრელიშვილი აცხადებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველ გუნდს შეუძლია, უმრავლესობა აიღოს და კოალიციური მთავრობის შექმნა საჭირო არ გახდეს. ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერნეციაზე განაცხადა.

“დღევანდელი დღის მოცემულობით, თუ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას სწორად წარმართავს, თავის შესაძლებლობებს სწორად მოაქცევს სისტემაში და ამ სისტემას მიმართავს სწორი წინასაარჩევნო პოლიტიკით, მას არ დასჭირდება კოალიციის შექმნა.

ჩვენ ვერ ვხედავთ ოპოზიციის ფორმას. ის გამოკვეთილი არ არის. ცომია, ნედლია, ვერც დოქტრინა მოვისმინეთ მათი, ვერც მიზანი. ისინი მხოლოდ სურვილებზე საუბრობენ. სამწუხაროდ, სურვილები და მიზნები ხშირად ერთმანეთშმი ერევათ. ხელისუფლებას შეუძლია, უპრობლემოდ გაიმარჯვოს, აიღოს უმრავლესობა და არ დასჭირდეს კოალიცია. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად მას ნებისმიერ შემთხვევაში დასჭირდება დიალოგი“, – განაცხადა კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები