ბრიტანული სეზონის ფარგლებში პირველად საქართველოში შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი გაიმართება

დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, 15 და 16 ოქტომბერს, შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი ეკონომიკური განვითარებისთვის, სოციალური ინკლუზიისთვის და ახალგაზრდობისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნისთვის იმართება.
შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების ახალგაზრდული ფორუმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით და შემოქმედებით საქართველოსთან და პროგრამა ევროპა საქართველოსთან თანამშრომლობით ტარდება.
ბრიტანეთის საბჭოს ინფორმაციით, ფორუმის მიზანია კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიების (CCIs) არსის შესახებ საერთო ცოდნის შექმნა და კულტურისა და შემოქმედებითი სექტორის როლის ხაზგასმა ეკონომიკური და სოციალური ინდუსტრიის, ახალგაზრდა შემოქმედებითი მეწარმეების პროფესიული უნარების და დასაქმების განვითარებაში.
ფორუმი რამდენიმე მიზანს ისახავს. ესენია ბრიტანული გამოცდილების გაზიარება და სიტუაციური მაგალითები ბრიტანეთიდან; ქართული კონტექსტის პრეზენტაცია წარმატებული მაგალითების გამოყენებით; შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიების განვითარების სამომავლო პრიორიტეტების დასახვა საქართველოში, რომელიც მოიცავს შემოქმედებითი და კულტურული ინდუსტრიებისთვის განკუთვნილი გზამკვლევის განხორციელებას, დაფინანსებას, ტექნოლოგიებს და უნარების განვითარებას ბრიტანულ კულტურულ და შემოქმედებით ინდუსტრიებთან თანამშრომლობით.
​ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბრიტანეთის შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები და ახალგაზრდა მეწარმეები და სტუდენტები საქართველოდან. პროგრამაშია როგორც საპანელო დისკუსიები, ასევე ოთხი ვორქშოპის ჩატარება დარგის აქტუალურ თემებზე. ფორუმის ფარგლებში გაიმართება ბრიტანული ინოვაციების ფონდის NESTA-ს ვორქშოპის „შემოქმედებითი მეწარმეობის პროგრამა“ გამარჯვებულების პრეზენტაციით გამოსვლა და დაჯილდოება.
ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე. UK/Georgia 2019 წარმოგიდგენს თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული. გაიგეთ მეტი, ჰეშთეგის #UKGeorgia2019 გამოყენებით.
ბრიტანული სეზონი 2019 დაფინანსებულია ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მიერ, პარტნიორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან Georgia Capital, Bank of Georgia, BP, Adjara Group და Wissol.

ბრიტანეთის საბჭო არის დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ორგანიზაცია კულტურული ურთიერთობებისა და საგანმანათლებლო შესაძლებლობებისთვის. ჩვენ ვმუშაობთ 100-ზე მეტ ქვეყანაში ხელოვნებისა და კულტურის, ინგლისური ენის, განათლებისა და სამოქალაქო საზოგადოების სფეროებში. გასულ წელს ჩვენ მივწვდით 80 მილიონზე მეტ ადამიანს და ჯამში 791 მილიონ ადამიანს, მათ შორის ონლაინ, მაუწყებლობისა და პუბლიკაციების საშუალებით. ჩვენ შეგვაქვს დადებითი წვლილი იმ ქვეყნებში, რომლებთანაც ვმუშაობთ – ვცვლით ცხოვრებას შესაძლებლობების შექმნით, კავშირების დამყარებით და ნდობის მშენებლობით. დაარსებული 1934 წელს, ჩვენ ვართ დიდი ბრიტანეთის საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც სამეფო ქარტია და ბრიტანეთის საზოგადოებრივი ორგანო მართავს. ჩვენ ვიღებთ-15 პროცენტიან ძირითად დაფინანსებას, დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან”,-ნათქვამია ბრიტანეთის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები