მეუფე გრიგოლი: სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომლებზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეწყალებების ფონზე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო.

ასევე, როგორც მეუფე ამბობს, თავად დეკანოზ გიორგი მამალაძის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“სადაც ხდება იმ ადამიანების შეწყალება, რომლებზეც მთელი ქვეყანა მერე დუღს, თუხთუხებს, მგონი, დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალება პრობლემა არ უნდა ყოფილიყო…რაც შეეხება დეკანოზის მოკითხვას, პატიმრის მოკითხვა არის ერთ-ერთი სათნოება სხვა სათნოებათა შორის. ვცდილობთ, რომ ეს განვახორციელოთ. როგორც თვითონ გიორგი მამალაძე ამბობს, მძიმეა მისი მდგომარეობა“, – განაცხადა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალი მკვლელობის მომზადებაში ედება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები