კახა კალაძე: ისე მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ

ჩვენ ისე მოვიქცევით და ისე მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, როგორც ისინი იმსახურებენ, – ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე ოპოზიციის იმ განცხადებებს, რომლებიც მომავალში რევანშს ეხება.

მისივე თქმით, როდესაც ოპოზიცია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს არის მცდარი.

“2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, რომელი პოლიტიკური პარტია, ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია. მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან გააკეთა და, რომელიც შემდეგი შინაარსის იყო “ჩვენ მოვიქცევით, ისე და ისე მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ”. თუმცა, ამ წლების განმავლობაში რასაც ჩვენ ვუყურებთ და ვაკვირდებით ეს ადამიანები, კიდევ ერთხელ შეეცადნენ ეს მიდგომა, ეს თანამედროვეობა ჩვენს წინააღმდეგ გამოეყენებინათ. ეს ძალიან ცუდია. ჩვენს ქვეყანაში კულტურის ნაკლებობაა, და ამის ნათელი მაგალითია ის ოპონენტები, ის განცხადებები, რასაც ჩვენი ოპონენტებისგან ვისმენთ.

ჩვენ წლების განმავლობაში ვისმენდით, რომ ბიძინა ივანიშვილი ერევა ყველაფერში და რომ ის იღებს გადაწყვეტილებებს, ეს არის არასწორი. ყველა უწყებას ჰყავს ხელმძღვანელი და იღებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საჭიროა თავიანთი უწყებებისთვის”,- განმარტა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერიამ გუშინ, “მთავარ არხზე”, გადაცემა “მთავარ აქცენტებში”, განაცხადა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ოპონენტების დევნა არ უნდა გაგრძელდეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კი “ევროპული საქართველოს” ლიდერის ეს განცხადება “ქართული ოცნების” ნარატივად აღიქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები