ქეთევან ციხელაშვილი: მჯერა, რომ აზერბაიჯანთან არ არის ისეთი თემები, რომელთა მოგვარებაც არ შეიძლება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა, დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ამ თემების მოგვარების სჯერა.

“მე მჯერა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, მართლაც არ არის ისეთი თემები, რომლის მოგვარებაც არ შეიძლება”, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

მისივე თქმით, ვინაიდან რთულ საკითხთან გვაქვს შეხება, სწორედ ამიტომ წლებია ვერ იქნა მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება.

“ჩვენ ამისთვის გვაქვს ფორმატი, გარდა უმაღლესი დონის შეხვედრისა, რომელიც გაიმართა და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიულია. ჩვენ გვაქვს კომისია და ამ კომისიის ფარგლებში განიხილება საკითხები. რთული საკითხია, არ არის მარტივი თემა. ამიტომ არის, რომ წლებია ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიღებულა, რადგან უკავშირდება გარკვეულ ნიუანსებს, მაგრამ ახლა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, მოძებნილი იქნება შეთანხმება”, – განაცხადა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები