მიხეილ სააკაშვილი: შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით

“ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი… პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით”, – ასე ეხმაურება საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გუშინ “ევროპული საქართველოს” ლიდერ გიგა ბოკერიას ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ის მასობრივი პოლიტიკური დევნის და ივანიშვილის გასამართლების წინააღმდეგია.

სააკაშვილის თქმით, მაღალი თანამდებობის პირების მიერ მოპარული ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

“ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს..და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა.
შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვაზე და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენ პირად ქონებას რომ შეხებოდნენ,იგივე დაპირებას გაცემდით?

აბა, ხალხმა რა დააშავა?”, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები