“თანატოლები თანასწორობისთვის“ – ზუგდიდმა ახალგაზრდულ ფესტივალს უმასპინძლა

ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დადიანების სასახლის ეზოში, ახალგაზრდული ფესტივალი „თანატოლები თანასწორობისთვის“ გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა სხვადასხვა სახის შემეცნებით-გასართობი ღონისძიებები, სპორტული აქტივობები, არასამთავრობო ორგანიზაციების გამოფენა, კაცების კულინარიული შეჯიბრი, ხელნაკეთი ნივთებისა და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა, ახალგაზრდა სპიკერების კონკურსი და ინტელექტუალური შეჯიბრება გამართეს.

“დადიანების სასახლეთა ეზოში დღეს დიდი ზეიმია, სხვადასხვა კუთხეში, ჩვენს მუნიციპალიტეტში წარმოებული საინტერესო ნამუშევრებია გამოფენილი. მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის, რადგან ასე, სწავლობენ ურთიერთობას, ეცნობიან ჩვენი ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვან შენაძენებს. მსგავსი ღონისძიებები, ახალგაზრდების თვითრეალიზების ძალიან კარგ საშუალებას იძლევა, მათ აქვთ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის მიღების საშუალება და ა.შ. ასეთი გარემო, აცოცხლებს და აქტიურს ხდის ჩვენს ახალგაზრდებს და მიხარია, რომ ძალიან ბევრ თვალანთებულ ახალგაზრდას ვხედავ ამ ღონისძიებაზე”, – განაცხადა ზუგდიდის მუნციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ.

ღონისძიების მიზანია, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და გენდერული თანასწორობის საკითხებში ახალგაზრდების ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები