ფარავნის ტბის მიმდებარე არეალის არქეოლოგიური აერო დაზვერვითი სამუშაოები ჩატარდა

 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულგუმოში ფარავნის ტბის მიმდებარე არეალის არქეოლოგიური აერო დაზვერვითი სამუშაოები განხორციელდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გაგრძელდა 2018 წელს დაწყებული, ფარავნის მიმდებარე არეალის კომპლექსური არქეოლოგიური კვლევა დისტანციური ზონდირების მეთოდების გამოყენებით;
გამოვლინდა ათეულობით არქეოლოგიური თავლსაზრისით საინტერესო ობიექტი (სხვადასხვა პერიოდის თუ ტიპის ძეგლები).
შეიქმნა მონაცემთა ბაზა, რომელიც მოიცავს მაღალი გარჩევადობის ორთოფოტო და რელიეფის ციფრულ მოდელებს, რაც არქეოლოგებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას წარმოადგენს, არქეოლოგიური ობიექტების შესწავლის, წინასადაზვერვო სამუშაოების წარმოებისა თუ გათხრების სწორად დაგეგმვის თვალსაზრისით;
ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიჩვენა, რომ დისტანციური ზონდირების მეთოდი წარმატებით შეიძლება გამოყენებულ იქნას დიდი ტერიტორიების გეოარქეოლოგიური კვლევების დროს;
ჩატარებული კვლევა ხელს შეუწყობს არქეოლოგიაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, ახალი მეთოდების შემუშავებას,რაც სამომავლოდ უფრო პრაქტიკულს, იაფსა და ინფორმაციულს გახდის არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას.
პროექტის ხელმძღვანელია ნინო პატარიძე, გეოგრაფები არიან: გიორგი კირკიტაძე და მიხეილ ლობჯანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები