რომა რცხილაძის მიერ გახმოვანებული „სამანიშვილის დედინაცვალის“ ჩვენება გაიმართება
21 ივლისს, 21:00 საათზე, „ზაზანოვაში“, რომა რცხილაძე ქართულ მხატვრულ ფილმს „სამანიშვილის დედინაცვალს“ გაახმოვანებს.
სცენარის ავტორი: სერგო კლდიაშვილი, ნიკოლოზ შენგელაია;
რეჟისორი: კოტე მარჯანიშვილი;
ოპერატორი: სერგეი ზაბოზლაევი;
მსახიობები: აკაკი ვასაძე, მიხეილ ლორთქიფანიძე, ცეცილია წუწუნავა, შალვა ღამბაშიძე, ალექსანდრე ჟორჟოლიანი, ნინო ჯავახიშვილი, პეტრე კობახიძე, დავით ჩხეიძე, შალვა ხონელი.
ფილმი გადაღებულია დავით კლდიაშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით. ქვრივი აზნაური ბეკინა სამანიშვილი სიბერეში ცოლის შერთვას გადაწყვეტს. მისი ვაჟი პლატონი, რომელიც მრავალშვილიან ოჯახს გაჭირვებით არჩენს, ამის სასტიკი წინააღმდეგია. ქონების მოზიარის გაჩენით შეშინებული პლატონი მოხუც მამას საცოლეს თავად უპოვის – ორნაქმარებსა და უშვილოს. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ბეკინა სამანიშვილს მემკვიდრე უჩნდება.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
ადგილი: გალაკტიონ ტაბიძის 20.