სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის, სოფელ ქვიშხეთში სარკინიგზო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დროს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალის მიერ დასაქმებული – თ.ჩ.  – ამის შესახებ “კვირას” შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფიდან“ აცნობეს.

კომპანია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ახლობლებს და მზად არის მაქსიმალური დახმარება და მხარდაჭერა აღმოუჩინოს მის ოჯახს.
როგორც კომპანიაში ამბობენ, მომხდარი ფაქტის შესახებ ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება ინფორმირებულია. მიმდინარეობს გამოძიება. საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის“ მუდმივმოქმედი ფილიალი თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები