ილია მეორე შტაინმაიერს: თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი ამას დიდი იმედით უყურებს

თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს,- ამ სიტყვებით საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დღეს გამართულ შეხვედრაზე მიმართა.
“გულითადად მოგესალმებით თქვენ, თქვენს მეუღლეს, თანმხლებ პირებს საქართველოს ეკლესიის სახელით და პირადად ჩემი სახელით. თქვენი ვიზიტი მეტად მნიშვნელოვანია და ჩვენი ხალხი დიდი იმედით უყურებს თქვენს ვიზიტს. მოგეხსენებათ პრობლემები ბევრია მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ ყველაზე დიდი და მტკივნეული პრობლემა არის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. 20 პროცენტი მიტაცებული არის უცხო ქვეყნის მიერ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ რუსეთსაც მძიმე ტვირთად აქვს ეს პრობლემა. ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ეს პრობლემა გადაწყდეს. მიგვაჩნია, რომ გერმანიას აქვს იმდენი ძალა და ავტორიტეტი, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში. ჩემი აზრით, სამხედრო ბაზები უნდა იყოს აღებული ამ ტერიტორიებიდან. თქვენ ისეთი გზა გაქვთ გამოვლილი დიპლომატიურ მუშაობაში, რომ არ გაგიჭირდებათ ამის ადგილიდან დაძვრა. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და იმედით ვუყურებთ თქვენს ვიზიტს“, – მიმართა ილია მეორემ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს.

სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს დღეს შეხვდა. შეხვედრაზე პატრიარქმა სტუმრები დალოცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები