“თენგიზ აბულაძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და კინოში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქართველი რეჟისორის თენგიზ აბულაძის 90 წლის იუბილეს ეხმაურება. როგორც პრემიერი აღნიშნავს, საბჭოთა რეჟიმის უმძიმეს წლებში, როდესაც თითოეული სიტყვაც კი უმკაცრეს ცენზურას გადიოდა, თენგიზ აბულაძე ახერხებდა, სათქმელი უნიკალური მხატვრული ხერხებითა და თითოეული კადრით ეთქვა მაყურებლისთვის. “დიდ ქართველ რეჟისორს თენგიზ აბულაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. თენგიზ აბულაძემ წარუშლელი კვალი დატოვა ქართულ კულტურასა და კინოში. მისმა ფილმებმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა და მსოფლიო კინოს შედევრებად იქცია. საბჭოთა რეჟიმის უმძიმეს წლებში, როდესაც თითოეული სიტყვაც კი უმკაცრეს ცენზურას გადიოდა, თენგიზ აბულაძე ახერხებდა თავისი სათქმელი უნიკალური მხატვრული ხერხებითა და თითოეული კადრით ეთქვათ მაყურებლისთვის. ამიტომაც იყო ყოველთვის უდიდესი ინტერესი მისი ფილმების მიმართ და ამიტომაც არ კარგავს აქტუალურობას დღემდე მისი შემოქმედება. დიდი რეჟისორის ფილმები ქართველი მაყურებლისთვის ძვირფასი და საყვარელია. ეს ის ფილმებია, რომლებიც არასოდეს დაგვავიწყებს ნამდვილი ხელოვანის თენგიზ აბულაძის სახელს“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.