ირაკლი ხმალაძე: ჩვენს გეგმებში ამ ეტაპზე ფასების რეგულირება ნამდვილად არ შედის

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე ტაქსების ლიცენზირების წესებზე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ეტაპის გეგმებში ფასების რეგულირება ნამდვილად არ შედის.

მისი თქმით, თბილისის მერიამ ნებართვის მქონე ტაქსებისთვის მანათობლების დარიგება დაიწყო და მანათობლის გამოყენების წესების დარღვევაზე შესაბამისი სანქციებია გათვალისწინებული.

“მანათობლის არქონის შემთხვევაში, მას შემდეგ, რაც მერია სრულად დაარიგებს, მანათობლის გამოყენების წესების დარღვევაზე არის შესაბამისი სანქცია გათვალისწინებული, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ლიცენზირების წესების დარღვევისას, პირველი ოქტომბრიდან შევიდა ეს ცვლილებები ტაქსების ბაზარზე და ამან გამოიწვია გარკვეული ცვლილებები ფასებთან მიმართებით, ჩვენს გეგმებში ამ ეტაპზე ფასების რეგულირება ნამდვილად არ შედის”, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ტაქსების ახალი რეფორმა 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, ფასების კუთხით მდგომარეობა დარეგულირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები