გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდა.

როგორც ლუკაშენკომ განაცხადა, ბელარუს ხალხს ქართველების მიმართ პატივისცემითი დამოკიდებულება აქვთ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ხალხს შორის არსებული კეთილი ურთიერთობა საქართველოსა და ბელარუსის თანამშრომლობის კარგი დინამიკით მყარდება. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბელარუსული პროდუქციის მაღალ ხარისხზე.

როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა ქართველებისთვის ეტიკეტი წარწერით “დამზადებულია ბელარუსში” მნიშვნელოვანი ბრენდი გახდა. გარდა ამისა, მარგველაშვილის თქმით, საქართველოში მაღალ შეფასებას აძლევენ ბელარუსულ რძის პროდუქტებს.

ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაზე საუბრისას, ლუკაშენკომ თქვა, რომ “ოდესღაც ამ ფუნდამენტს საფუძველი ჩვენ ჩავუყარეთ, დღეს კი, რაღაცა გამოდის და გარკვეული სახლის აშენებაც შეიძლება”.

მარგველაშვილმა ბელარუსის საერთაშორისო ინიციატივებს მაღალი შეფასება მისცა, რომელიც მისი თქმით, რეგიონსა და მსოფლიოში სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები