გიგა ბოკერია: კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილი ვარ

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მაია ვაჩაძესთან კითხვის დასმის დროს განაცხადა, რომ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის ნაწილია.

“მე კი სხვადასხვანაირად მნათლავენ ხოლმე, მაგრამ ნაწილი ვარ კულტურულად ქრისტიანული მიმდინარეობის, ერთი ჩემი კოლეგისა არ იყოს, რომელმაც ეს ხმამაღლა გამოაცხადა ცოტა ხნის წინ”, – განაცხადა ბოკერიამ.
ასევე, ბოკერიამ ვაჩაძეს​ ქობულეთში მუსლიმურ სასულიერო სასწავლებელთან დაკავშირებული მოვლენები გაახსენა და აღნიშნულ ფაქტთან დისკრიმინაციის ნიშნების გამოვლინებაზე დაუსვა კითხვები.

„ჩვენი მრწამსის ადამიანები რომ შეზღუდონ ფიზიკურად, რომ არ გვიშვებდნენ ეკლესიაში ვიღაცები, რომ მოვარდნენ ანტიმართლმადიდებლები, იქ პოლიცია ხომ ნამდვილად იმოქმედებდა? თუ თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ეს ასე არ იქნებოდა და პოლიცია ზოგადად უძლური იყო? მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, ვარაუდის საფუძველი არ არსებობდა იმისი, რომ დისკრიმინაცია იყო? ნუთუ პოლიციას არ უნდა ემტკიცებინა, რატომ მოიქცა ასე, რატომ არ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები?“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები