გერმანიაში მიგრაციული კრიზისის განმეორებას პროგნოზირებენ, რომელიც 2015 წელთან შედარებით, ბევრად მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს

 

გერმანიის შს მინისტრის ხორსტ ზეეხოფერის განცხადებით, ევროპაში, მოსალოდნელია ლტოლვილების ახალი ტალღის წარმოქმნა, რომელიც 2015 წლის ტალღაზე ბევრად მასშტაბური შეიძლება იყოს.

ზეეხოფერს დასკვნა ქვეყანაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდიდან გამომდინარე გამოაქვს.

“ჩვენს ევროპელ პარტნიორებს უფრო მეტად უნდა დავეხმაროთ ევროკავშირის საზღვრების დაცვის საკითხში. დიდი ხანია მარტოდ გვყავს დატოვებული ისინი”, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, ევროკომისიის ახალ თავმჯდომარესთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან ყველაფერს გააკეთებს, რომ მიგრაციული კრიზისი არ განმეორდეს. გერმანელი მინისტრი აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით “ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა”.

მანამდე, ათენმა ევროკავშირს ლტოლვილებთან დაკავშირებით თურქეთთან არსებული შეთანხმების რეფორმა მოსთხოვა.

ბოლო თვეებში საბერძნეთში თურქეთის მხრიდან ლტოლვილთა ბანაკებზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

4 ოქტომბერს თურქეთმა ევროკავშირს დახმარება სთხოვა, რომ 2 მილიონი სირიელი ლტოლვილის გადასახლება მოხდეს სირიის ჩრდილოეთით არსებულ ე.წ. უსაფრთხოების ზონაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები