კახა კალაძე: ტაქსით მგზავრობის საფასური აუცილებლად იქნება დარეგულირებული
თბილისის მერმა კახა კალაძემ ტაქსების გაზრდილ საფასურთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს თემა რეგულირდება და პრობლემა აუცილებლად მოგვარდება.
“არავის ექნება იმის შესაძლებლობა, რომ რეფორმისა და ხალხის ხარჯზე გაზარდოს ფასები. აუცილებლად, ეს ყველაფერი იქნება დარეგულირებული და თვითონ ბაზარიც დაარეგულირებს”,- განაცხადა კალაძემ.