კახა კალაძე: ილია ჯიშკარიანმა გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში მანდატი არ უნდა დატოვოს 

თბილისის მერი- კახი კალაძე “ქართული ოცნების” დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დეპუტატმა გამოძიების მიმდინარეობისას მანდატი არ უნდა დატოვოს, რადგან მის მიმართ ბრალდება შეიძლება არასწორი ინფორმაცია იყოს.

“თუ მას დაუმტკიცდება, რა თქმა უნდა, გამოძიების წინაშე უნდა აგოს პასუხი. მე მგონია, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ უნდა დატოვოს მანდატი, რადგან ეს შეიძლება არის არასწორი ინფორმაცია. თუ მას ასეთი რამ აქვს ჩადენილი, რაც ჩემთვის, როგორც კაცისთვის, ადამიანისთვის, ქალაქის მერისთვის არის ძალიან მძიმე, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. შესაბამისი უწყებები იმოქმედებენ ისე, როგორც კანონს შეეფერება”,- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ილია ჯიშკარიანს, სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები