გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის გიორგი დევიძის შვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს
გარდაცვლილი მეხანძრე-მაშველის, გიორგი დევიძის ქალიშვილი ნინო დევიძე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში იმუშავებს. დევიძე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ადმინისტრირების მთავარ სამმართველოში ოპერატორი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ნინოს პირველ სამუშაო დღეს სამსახურში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე ესტუმრნენ. ახალ ოპერატორს მუშაობის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ცნობისთვის, გიორგი დევიძე საჩხერის სახანძრო-სამაშველო განყოფილებაში მუშაობდა. ის გასული წლის დეკემბერში ერთ-ერთი მორიგეობის დროს შეუძლოდ გახდა და ტრაგიკულად გარდაიცვალა.
