ილია მეორე: ახალგაზრდების თვითმკვლელბის შემთხევები ხშირია და ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა, რომ ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალგაზრდები თავს იკლავენ და მისი თქმით, ეს ბოროტი სულის გავლენაა.

„ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს. ბოროტი სული საშინლად ებრძვის ადამიანს. ამიტომ თქვენ უნდა ფრთხილად იყოთ. ყოველ დღე, საღამოს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს ოთახებს, თქვენს ეზო -კარს, აუცილებლად საღამოს, ძილის წინ ლოცვები წაიკითხოთ.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენი ახალგაზრდები იკლავენ თავს. ეს ყველაფერი ბოროტი სულის გავლენაა. იღუპება ადამიანის სული, ამიტომ თვეში ერთხელ მაინც მღვდელს უნდა აკურთხებინოთ თქვენი სახლი, თქვენი კარმიდამო“,- განაცხადა ილია მეორემ.

პატრიაქმა ასევე მოუწოდა მრევლს, რომ თავი შეიკავონ წყევლისგან, რადგან ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც.

“კიდევ ერთხელ, ყველას გეხვეწებით, დაიფარეთ ოჯახები თქვენი, დაიფარეთ შვილები თქვენი. არავითარ შემთხვევაში წყევლა არ უნდა წამოგცდეთ შვილის ან ადამიანისადმი. ვინც იწყევლება, თავის თავსაც წყევლის და თავის ოჯახსაც. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყნის აღსასრული არც ისე შორს არის, ახლოს არის. წერია ბიბლიაში, როცა ბოროტი სული მიხვდება, რომ აღსასრული მოდის მისი, გააძლიერებს ბრძოლას ადამიანთან. ჯვარი გეწეროთ, ღმერთმა დაგიცვათ და დაგიფაროთ ხილული და უხილავი მტრებისგან”,-განაცხადა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები