მართლწესრიგის ოფიცრებმა ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მართლწესრიგის ოფიცრებმა თბილისში გამართულ ფრენბურთის სამოყვარულო ტურნირში – “მართლწესრიგის ოფიცრის თასი” მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, “საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის” ორგანიზებით ჩატარდა. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის მიზანი მართლწესრიგის ოფიცრებსა და მოზარდებს შორის პოზიტიური კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. ჩემპიონატში 24 მართლწესრიგის ოფიცერი და სკოლის 84 მოსწავლე მონაწილეობდა.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცერთა ინსტიტუტი საზოგადოებაზე ორიენტირებულ საპოლიციო მოდელს წარმოადგენს. მართლწესრიგის ოფიცრების საქმიანობის მიზანია საზოგადოებასა და პოლიციას შორის მჭიდრო კომუნიკაციის დამყარება, პარტნიორული ურთიერთობის გაძლიერება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენცია”,-აღნიშნულია შსსამინისროს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები