გიორგი გახარია: თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა-გიორგი გახარიამ საპატიო თბილისელების დაჯილდოების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი. მან ასევ შეკრებილ საზოგადოებას “თბილისობა” მიულოცა.
“მინდა, თბილისელებს მივულოცო “თბილისობა”. ეს დღესასწაული მახსოვს ბავშვობიდან. აქვე უნდა ვთქვათ, რომ დღეს ჩვენ მდუმარე მწუხარებით ვხვდებით ამ დღესასწაულს. მინდა, თბილისობა მივულოცო ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს, ამ სცენაზე იდგნენ და მინდა, თითოეულ ჩვენგანს, თანამედროვეს, თითოეულ ახალგაზრდას ვუსურვო, რომ ისე ვემსახუროთ ამ ქვეყანას და ამ ქალაქს, რომ ასე შეგვეძლოს ამ სცენაზე ამოსვლა, ამ ასაკში და ასეთი ღვაწლით.
მახსოვს ის ეზო, სადაც გავიზარდე, როდესაც ამ ეზოში ტოლერანტობით განმსჭვალული სხვადასხვა ნაციონალობის წარმოდგენილი ადამიანები სიკეთეს, ლხინსაც და ჭირსაც ვხვდებოდით ერთად. ჩვენ ეს უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი თბილისი უნდა იყოს ტრადიციებზე დაფუძნებული, წინსვლის და გამარჯვების ქალაქი. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება”, – განაცხადა გახარიამ.