2019 წლის “საპატიო თბილისელის” წოდება 7 მოქალაქეს მიენიჭა

“თბილისობის” გალა-კონცერტზე 2019 წლის საპატიო თბილისელები დასახელდნენ. “საპატიო თბილისელის” წოდება 7 მოქალაქეს მიენიჭა და მათ თბილისის მერმა- კახა კალაძემ თბილისის სიმბოლური გასაღები, სიგელი და გულსაბნევი გადასცა.

2019 წლის “საპატიო თბილისელები” გახდნენ:

გიოზალ დუმოევი – “თბილსერვის ჯგუფის” 81 წლის მეეზოვე, რომელიც დედაქალაქის სისუფთავეზე უკვე 61 წელია ზრუნავს.

გივი მამულაშვილი – “თბილსერვის ჯგუფის” გარე განათების ოსტატი, რომელიც 83 წლისაა და 66 წელია ამ საქმით არის დაკავებული.

ავთანდილ კობახიძე – თბილისის მეტროს გვირაბ- ნაგებობათა დისტანციის უფროსი ოსტატი, რომელიც 77 წლისაა და 53 წელია თბილისის მეტროში მუშაობს.

ვალერიან მეთაფლიშვილი – თბილისის სატრანსპორტო კომპანიის N1 ავტობაზის ავტობუსის მძღოლი. იგი 74 წლისაა და ავტობუსის მძღოლად მუშაობის 49-წლიანი სტაჟი აქვს.

როგნეტა კუჭავა – ბიბლიოთეკათმცოდნე, რომელიც 79 წლისაა და 49 წელია ამ სფეროში საქმიანობს.

მეია მეგრელიშვილი – თბილისის N27 საბავშვო ბაგა-ბაღის მუსიკის პედაგოგი. ის 79 წლისაა, აქვს 60 წლიანი პროფესიული გამოცდილება, არის ოთხი მუსიკალური სპექტაკლისა და 200-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორი

ნიკოლოზ ლეკიშვილი – თბილისის ყოფილი მერი.

“თბილისობა 2019” 5-6 ოქტომბერს გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდზე, ევროპისა და ორბელიანის მოედნებზე ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები