სალომე ზურაბიშვილი: შეგიძლიათ მომკლათ, შეწყალებაზე კომენტარს არ გავაკეთებ
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციაზე საუბარი არ სურს, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საპატიმრო პედოფილიაში მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა.
„შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრში გამოჩნდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა.