თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ
თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით მეხანძრე-მაშველები განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, პრევენციისთვის, ძველი თბილისის ტერიტორიაზე მობილიზებულია ხუთი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
“დამატებულია სამაშველო ჯგუფები მტკვარზე – სამი სწრაფმავალი კატერი თბილისობის ღონისძიებების პერიმეტრზე შეუჩერებლად მოახდენს პატრულირებას. ასევე, დამატებით მობილიზებულია სკუტერი.
მეხანძრე-მაშველები თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს სასიამოვნო უქმეებს უსურვებენ”,-ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
