არჩილ თალაკვაძე: არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ის ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება იქნება. როგორც მან განაცხადა, დღესდღეობით არებული პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმები შეწყალების დანიშნულების როლს ამცირებს.

„იმ ფონზე, როდესაც პატიმრობის ალტერნატიული მექანიზმი დავნერგეთ ჩვენ, ეს არის დაწესებულებები, საიდანაც პატიმრები შაბათ-კვირას სახლში მიდიან, ეს არის ელექტრონული პატიმრობა, ეს არის ღია ტიპის დაწესებულებები, სადაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეუძლია პატიმარს ოჯახთან ერთად გაატაროს დრო, ეს არის პირობით ვადამდე გათავისუფლება. ვფიქრობ ამ ალტერნატიული მექანიზმების ფონზე თავად შეწყალების მექანიზმის როლი მცირდება მისი დანიშნულება მცირდება. მომავალში ვემხრობი, შეწყალება იყოს იშვიათად გამოყენებული მხოლოდ მაშინ, როდესაც ამის რეალური საჭიროება არსებობს, ბუნებრივია, უნდა მოხდეს რისკების შეფასების ფონზე. არ შეიძლება შეწყალების გადაწყვეტილებები მიიღოს სახელმწიფომ თუ სოციალური რისკები არ იქნება შეფასებული. განვაცხადეთ თანხმობა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად დახვეწოს ის კრიტერიუმები, რომლითაც ხდება შეწყალების საკითხის განხილვა“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები