ლეგენდარული უიენ მაკგრეგორის სტუდია და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ერთობლივ ქორეოგრაფიულ ნომერს წარადგენენ
5 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთი/საქართველო 2019 სეზონის ფარგლებში, ბრიტანეთის საბჭო წარმოადგენს უეინ მაკგრეგორის სტუდიისა და თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ერთობლივ ქორეოგრაფიულ ნომერს სახელწოდებით – O².
ეს არის მომაჯადოებელი საცეკვაო წარმოდგენა, რომელიც მსახიობებმა ამ საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანული დასიდან ქართველ ქორეოგრაფებთან და მოცეკვავეებთან ერთად მიუძღვნეს თბილისს და მის მცხოვრებლებს რაც გამოიხატება ცეკვის, ხმისა და კოსტუმის მეშვეობით. წარმოდგენისთვის მუსიკა სპეციალურად შექმნა საერთაშორისო აღიარების მქონე მუსიკოსმა – სკინერმა
სხვადასხვა ასაკის, ინტერესებისა და კულტურული წარმომავლობის ადგილობრივ მოცეკვავეებთან მუშაობა SWM-მა 2019 წლის ივლისში დაიწყო. წარმოდგენები გაიმართება 5 ოქტომბერს 15.00, 16.00 და 17.00 საათზე ორბელიანის მოედანზე.
უეინ მაკგრეგორის სტუდია არის 20-წლიანი გამოცდილების მქონე ინოვაციური თანამონაწილეობითი საცეკვაო დასი, რომელიც ცნობილია თავისი ექსპერიმენტული წარმოდგენებით. ბრიტანული კომპანია და თბილისის თეატრალური ფესტივალი აღმაფრთოვანებელ საღამოს ჰპირდება შემსრულებლებსაც და მაყურებელსაც.
ბრიტანული სეზონი UK/Georgia 2019 ბრიტანეთის საბჭოს და ბრიტანეთის საელჩოს მიერ ერთობლივად წარმოდგენილი 60-ზე მეტი ღონისძიებისგან შემდგარი სპეციალური პროგრამაა, რომელიც განხორციელდება 2019 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე.
UK/Georgia 2019-ს ღონისძიებები ჩატარდება თბილისში, ბათუმში, ქუთაისში და საქართველოს სხვა რეგიონებში და წარმოგიდგენთ თანამედროვე, მრავალფეროვან, გლობალურ თანამშრომლობაზე ორიენტირებულ ბრიტანეთს თავისი კულტურით, სპორტით, განათლებითა და ბიზნესით. დიდი ბრიტანეთის და საქართველოს საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, ბრიტანული სეზონის განსაკუთრებული აქცენტი მრავალფეროვნებასა და ინკლუზიურობაზეა მიმართული. გაიგეთ მეტი, ჰეშთეგის #UKGeorgia2019 გამოყენებით.
ბრიტანული სეზონი 2019 დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოსა და ბრიტანეთის საელჩოს მიერ, პარტნიორთა ჯგუფთან თანამშრომლობით, რომელთა შორის არიან Georgia Capital, Bank of Georgia, BP, Adjara Group და Wissol.
5 ოქტომბერი 2019
ორბელიანის მოედანი
15.00, 16.00, 17.00
#UKGeorgia2019
R