მაია თოდუა: ამ გადაწყვეტილებით აბასთუმნის ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ გიორგი ვაშაკიძემ აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის თანამშრომლებთან მომავალი პესპექტივები და განვითარების გეგმები განიხილა.

გიორგი ვაშაკიძის თქმით, ობსერვატორიის ცალკე სსიპ-ად არსებობა როგორც ფინანსური, ისე სხვადასხვა რესურსის თვალსაზრისით მის გაძლიერებას გულისხმობს. შესაბამისად, დაწესებულების ინფრასტრუქტურა უკეთესად მოწყობა და ის თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვება. განახლდება ის მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია კიდევ უფრო წარმატებით ფუნქციონირებისთვის.

ობსერვატორიის თანამშრომლების თქმით, გადაწყვეტილება სამართლიანი და დროული იყო. ამიტომ, გამოხატეს სრული მზაობა, სამინისტროს მხარდაჭერით, მაქსიმალურად ჩაერთონ ყველა პროცესში, ერთობლივად იზრუნონ არსებულ გამოწვევებზე და განახორციელონ პრიორიტეტული პროექტები.

“აბასთუმნის ობსერვატორიის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადასვლასთან დაკავშირებით შევხვდით მინისტრის მოადგილეს და დიდი მოლოდინები გვაქვს. როგორც გიორგი ვაშაკიძემ ჩვენთან შეხვედრისას აღნიშნა, ობსერვატორია ჩამოყალიბდება სსიპ-ად, რაც ნიშნავს მეტ დამოუკიდებლობას, ავტონომიასა და შესაძლებლობებს. სახელმწიფოს მხრიდან უნიკალური ობსერვატორიის მიმართ დიდი მხარდაჭერა და ყურადღება იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ის, რომ საქართველოში ერთადერთ და რეგიონში არსებული სულ რამდენიმე ობსერვატორიიდან ერთ-ერთს, აბასთუმნის უნიკალურ ასტროფიზიკურ ობსერვატორიას განვითარების მეტი შესაძლებლობა ექნება“ , – განცხადა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორმა მაია თოდუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები