როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ოქტომბერს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი, ხოლო 6 და 7 ოქტომბერს ზოგიერთ რაიონში წვიმა და ხანმოკლე ელჭექია ნავარაუდები.
როგორც “კვირას” გარემოს ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ხვალ, დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 14-19, დღისით 28-33 გრადუსი იქნება, მთაში ღამით 9-14, ხოლო დღისით 26-31 გრადუსი, მაღალ მთაში კი ღამით 3- 8, დღისით 21-26 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 11-16, დღისით 22-27, მთაში ღამით 7-12, დღისით 21-26, მაღალ მთაში- 4-9, დღისით 11- 16, ზოგან 24 გრადუსამდეც გათბება.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა ღამით 16, დღისით კი 26 გრადუსამდე გათბება.
რაც შეეხება 6 ოქტომბერს, დასავლეთ საქართველოში ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 16-21 გრადუსი, ხოლო დღისით 24-29 იქნება, მთაში ღამით 11-16, დღისით 22-29, მაღალ მთაში კი ღამით 4-9, ხოლო დღისით 20-25 გრადუსია ნავარაუდები.
აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან ასევე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ბარში ღამით 15-16, დღისით 24-29 გრადუსი იქნება, მთაში ღამით 7-12, დღისით კი 22-27, მაღალ მთაში ღამით 5-10, დღისით 12-17, ზოგან 23 გრადუსამდეც გათბება.
თბილისში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ჰაერის ტემპერატურა 16-18 გრადუსი იქნება.
7ოქტომბერს კი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ღამით ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურა ღამით დაბლობში 11-16, ხოლო დღისით 20-25, მთაში ღამით 9-14, დღისით 17-22, მაღალ მთაში ღამით 3-8, ხოლო დღისით 13-18 გრადუსია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდები, ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით 12-17, დღისით 21-16, მთაში ღამით 6-11, დღისით 18-23, მაღალ მთაში 4-9, დღისით კი 8-13, ზოგან 19 გრადუსამდეც გათბება. თბილისში დღისით უმეტესად უნალექო, ხოლო ღამით ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით 17, ხოლო დღისით 22 გრადუსამდეა ნავარაუდები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები