2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა

სამინისტროებში ანაზღაურების წესის ცვლილებას სახელფასო უთანასწორობაზე არსებითი გავლენა არ მოუხდენია,- ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ავრცელებს.

“იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება შეადარა ერთმანეთს. შედეგად, გამოვლინდა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა.

ერთი წლის დინამიკას თუ შევხედავთ, რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავი ინფრასტრუქტურის სამინისტროა, რომელიც 2017 წლის დეკემბერში სახელფასო უთანასწორობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, 2018 წლის დეკემბერში კი – ყველაზე დაბალით. რვავე სამინისტროს მაჩვენებლებს ერთიანად თუ შევხედავთ, აღმოჩნდება, რომ საკვლევ პერიოდში სახელფასო უთანასწორობა თითქმის არ შეცვლილა – 2017 დეკემბერში საშუალო სხვაობა 20.6% იყო, 2018 წლის დეკემბერში კი – 20.9%”- წერია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში რვა სამინისტროდან ხუთში სახელფასო უთანასწორობა გაიზარდა, სამში კი – შემცირდა.

“ჩვენ ხელთ არსებული მონაცემებით, 2017 წლის დეკემბრის მედიანურ და საშუალო ხელფასებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში (31.6%) იყო, ყველაზე დაბალი კი – იუსტიციის სამინისტროში (11%). 2018 წლის დეკემბერში ყველაზე დიდი სხვაობა (30.8%) ორ უწყებაში – ეკონომიკისა და განათლების სამინისტროებში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი – ინფრასტრუქტურის სამინისტროში (6.7%),”- ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

2018 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ”, რომლითაც პირველად ქართული საჯარო სამსახურის ისტორიაში ანაზღაურების სისტემა ცენტრალიზებულად მოწესრიგდა. იმის შესამოწმებლად თუ კანონის მიღებამ რა პრაქტიკული გავლენა მოახდინა მოხელის ანაზღაურებაზე, კერძოდ კი სხვადასხვა თანამშრომელთა შორის ხელფასების განაწილებაზე, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში კანონის ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ ერთი თვის ანაზღაურება ერთმანეთს შეადარა.

კვლევის მიზანი სამინისტროების ცენტრალურ აპარატებში ანაზღაურების უთანასწორობის ანალიზი და ახალი კანონის მიღების შემდეგ ტენდენციის აღწერა იყო. ამ მიზნების მისაღწევად ორგანიზაციის მიერ უწყებებში არსებული საშუალო და მედიანური ხელფასები იქნა გამოყენებული. სრულყოფილი სურათისთვის ხელფასების შედარებისას, ასევე, გათვალისწინებულ იქნა პოლიტიკური თანამდებობის პირთა ანაზღაურება (მინისტრები და მოადგილეები), მიუხედავად იმისა, რომ მათზე ახალი კანონი 2021 წლამდე არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები