ირაკლი ხმალაძე: “გირჩი” კარგად ერთობა, “შმაქსი” დაჯარიმებას ექვემდებარება

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლის ხმალაძის თქმით, როდესაც ტაქსის მაიდენტიფიცირებელ მანიშნებელს იყენებს პიროვნება და მგზავრი გადაჰყავს ერთი ადგილიდან მეორეზე, ამას ნებართვა სჭირდება. მისი შეფასებით, პოლიტიკური პარტია „გირჩი“ აღნიშნული საკითხით კარგად ერთობა.

„შმაქსი“ დაჯარიმებას ექვემდებარება, „გირჩი“ უბრალოდ ერთობა და თან კარგად ერთობა. აქ ინტერპრეტაცია იმის, რომ ხდება საგანმანათლებლო საქმიანობის გაწევა თუ რაღაცის ახსნა თუ მოყოლა, ამას არ აქვს მნიშვნელობა.
როცა იყენებ მანიშნებელს, მაიდენტიფიცირებელს, რომ მგზავრმა დაგიქნიოს ხელი, ჩაჯდეს და ერთი პუნქტიდან მეორეში გადაიყვანო, ამას კანონმდებლობა განსაზღვრავს, რომ ახორციელებ მგზავრის გადაყვანას და საჭიროებს ნებართვას“, – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ.

​ცნობისათვის, პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრებმა ტაქსების რეფორმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, დღეს პროტესტის ნიშნად, კომპანია „შმაქსის“ პრეზენტაცია გამართეს და უმუშევრად დარჩენილ მძღოლებს „შმაქსაობა“ შესთავაზეს.
აღნიშნულ საკითხზე შს სამინისტროში აცხადებენ, რომ პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და კანონდარღვევის ფაქტის დაფიქსირების შემთხევაში, მყისიერ რეაგირებას მოახდენს.

​შეგახსენებთ, რომ პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი ამოქმედდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები