უკრაინაში მოკლული შოთა ჭიჭიაშვილის ბიძა: წავალთ და გადმოვასვენებთ, იქ ხომ არ დავტოვებთ

ჯერჯერობით უცნობია როდის გადმოასვენებენ უკრაინაში მოკლულ კრიმინალურ ავტორიტეტს შოთა ჭიჭიაშვილს საქართველოში. გადმოსვენების საკითხებს ოჯახი უკრაინის საელჩოსთან და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გადის.

“იმათ კისერზე იყოს ვინც ეს ცოდვა ჩაიდინა, იმათი შთამომავლობის კისერზე იყოს ეს ყველაფერი. ვინც ეს კაცი გაწირა და აქამდე მიიყვანა მაგისი დასასრული. წავალთ და გადმოვასვენებთ, იქ ხომ არ დავტოვებთ. ოჯახი სამძიმრებს იღებს”,- ამის შესახებ შოთა ჭიჭიაშვილის ბიძამ ელდარ ჭიჭიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი წარ­სულ­ში მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო არაერთხელ იყო ნასამართლევი. მის სახელს უკავშირებდნენ საქართველოში გახმაურებულ რამდენიმე კრიმინალურ შემთხვევას, მათ შორის გივი თარგამაძის აფეთქების მცდელობას, ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობას და ა.შ.

კრიმინალური ავტორიტეტი, 2003 წლის 24 ივ­ნისს მოს­კოვ­ში და­ა­კა­ვეს და ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის, ბან­დი­ტიზ­მი­სა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბის გამო 22 წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯეს. ამ­ნის­ტი­ი­სა და სას­ჯელ­თა შეკ­რე­ბი­თო­ბის პრინ­ცი­პის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე 2013 წელს სა­პა­ტიმ­რო, ორ დღე­ში კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრე­ბი და­ტო­ვა.

შოთა ჭიჭიაშვილი უკრაინაში, კიევში სპეცოპერაციისას, სამართალდამცავებთან წინააღმდეგობის გაწევის დროს გუშინ მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები